საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

31 მაისი 2024, 22:24 360 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა  საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-3 მატჩი სტუმრად კვიპროსთან  ჩაატარა და  მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 0:2 დაამარცხა.  

ახნას „დასაკი სტადიოზე“ გამართულ  შეხვედრაში  ანგარიში  32-ე წუთზე,  ირინა ხაბურზანიამ გახსნა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. თუმცა, 7 წუთში სტუმართა მდგომარეობა მოედანზე დამძიმდა.  

გოლის ავტორმა, ხაბურზანიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.   მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში  დარჩა  63-ე წუთზე უპირატესობა ორამდე, თეონა ბაქრაძემ გაზარდა.

დარჩენილ დროში შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და ირის ანტმანის გუნდმა  ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.  

ამრიგად C დივიზიონის პირველ ჯგუფს ბელარუსი 12 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. საქართველოსა და ლიეტუვას 4-4 ქულა აქვთ და მეორე მესამე ადგილს ინაწილებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ჯგუფში  0 ქულით კი   ბოლო ადგილზე  კვიპროსის ნაკრები იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 4 ივნისს თბილისში კვლავ კვირპოსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში