თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

31 მაისი 2024, 10:05 390 ნახვა

ჩინეთის მიმართულებით თბილისიდან პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომელმაც უვიზო მგზავრები გადაიყვანა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მგზავრები ჩინეთის მიმართულებით გააცილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და  ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე დარჩნენ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი