საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში ცნობილია

30 მაისი 2024, 18:42 252 ნახვა

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, გუნდები ათ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები კი მეათე ჯგუფში საფრანგეთის, კოსოვოსა და ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ითამაშებს.  

ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, კონტინენტის პირველობაზე  მოსახვედრად ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

მეინ-რაუნდის მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება და ორ წრედ გაიმართება. 

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს  კი 2026 წლის  18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით ლატვია და ლიეტუვა უმასპინძლებენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში