მოსახლეობის მოთხოვნა

29 მარტი 2017, 00:00 3407 ნახვა

ბათუმის ახლადშემოერთებული ტერიტორიების მცხოვრებლები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ოპიზრების 41-ისა და 59- ნომერში მცხოვრებლები, ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის არარსებობას უჩივიან.  საცხოვრებელთან ახლოს მოწყობილია ე.წ შამბო, სადაც ოჯახებს საკანალიზაციო სისტემა აქვთ მიერთებული. მათი განცხადებით ტერიტორია ხშირად იტბორება, საკანალიზაციო სისტემიდან კი წყალი საცხოვრებლებში შედის. მოსახლეობა აცხადებს რომ სპეციფიკური სუნის და ანტისანიტარიის გამო მათ ჯანმრთელობასაც საფრთხე ემუქრება. ბათუმის წყალში კომენატერს არ აკეთებენ. მერიაში კი პრობლემის შესახებ იციან, თუმცა, როგორც ამბობენ, საკანალიზაციო სისტემაზე მიერთება ჯერ ვერ ხერხდება. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი