პუტინის ომი უკრაინაში

19 მაისი 2024, 09:26 381 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი. მედიის ცნობით, რეგიონში საჰაერო განგაში 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტში რუსეთის მორიგ მიზანზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოკუპანტი ახლა ჩასივ იარისა და ვოლჩანსკის დაკავებას გეგმავს. მათ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალების ბოლოდროინდელი გააქტიურება ხარკოვისა და აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებებზე, უკრაინულ ძალებზე ზეწოლას ახდენს.

გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალები გასული დღის ანგარიშს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 27 დრონიდან ყველა მათგანის ჩამოგდება შეძლეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი