ათენში ისრაელის საელჩოს წინ შეტაკება მოხდა 

16 მაისი 2024, 13:49 416 ნახვა

საბერძნეთის პოლიციასა და პროპალესტინელ  დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. 2 ათას 500-ზე მეტი ადამიანი ათენის ქუჩებში გამოვიდა და საპროტესტო მსვლელობით გაემართა ისრაელის საელჩოსკენ.

პალესტინის დროშებით ხელში დემონსტრანტები სკანდირებდნენ "თავისუფალი პალესტინა!" მომიტინგეთა ერთი ჯგუფი გამოეყო მსვლელობას, რომელიც ძირითადად მშვიდობიანი იყო და საელჩოს წინ უსაფრთხოების კორდონის უკან  პოლიციელთა მიმართულებით ქვების სროლა დაიწყო.

პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია სამი ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში