ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

27 მარტი 2017, 00:00 2519 ნახვა

დეპუტატები  დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხს განიხილავენ. სხდომა მუნიციპალიტეტის  მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებს,მოხსენებას გამგებელი წარადგენს. დეპუტატები  კენჭს უყრიან  ''სოფლის მოსახლეობის სამედიცინო ხელშეწყობის პროგრამას'' . სხდომაზე განიხილება გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხიც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში