საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ქობულეთის ქუჩებშიც. "კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში გამართულ აქციებს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს ინიცირებული კანონპროექტი.