ქართველი „ჰალკი“ ლევან საგინაშვილი სპორტის მინისტრს შეხვდა

08 მაისი 2024, 14:41 449 ნახვა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში ლევან საგინაშვილს უმასპინძლა და მკლავჭიდის პრესტიჟული ტურნირის „დასავლეთის და აღმოსავლეთის“ სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვება მიულოცა.

უახლოეს მომავალში სპორტის სამინისტრო ლევან საგინაშვილთან ერთად დაიწყებს ვიზიტებს საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და მთიანი რეგიონების სპორტულ კლუბებში და მათ სამინისტროს მიერ შეძენილ სპორტულ ინვენტარს გადასცემს.

სტამბოლში გამართულ ტურნირზე „ქართველ ჰალკად“ წოდებული ლევან საგინაშვილი კანადელ ჩემპიონს დევონ ლარატს, დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. ლევან საგინაშვილის გარდა, სტამბოლში ჩემპიონები გახდნენ ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი