თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა

06 მაისი 2024, 09:03 365 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლო, 30-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „ტრენტო“ დიდი ანგარიშით, 108:61 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ტრენტოს“ წინააღმდეგ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ 17 წუთში 15 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა დააგროვა.

იტალიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი „ვირტუს ბოლონიამ“ 22 მოგებით დაასრულა და გათამაშების ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა.

შენგელიას გუნდი პლეი ოფისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც მისი მეტოქე რეგულარულ სეზონში მერვე ადგილზე გასული „ტორტონა“ იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი