„საქართველო საზღვაო ქვეყანა“ - ასე ჰქვია მერაბ ადეიშვილის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა ბათუმში. წიგნი დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით აღწერს ქვეყნის საზღვაო ფუნქციას, პერსპექტივას, ბათუმის ძველ და ახალ ისტორიასა და კულტურას. ავტორი წიგნში ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას, არის თუ არა საქართველო საზღაო ქვეყანა და მიიჩნევს, რომ ზღვა ყოველთვის იყო და დარჩება საქართველოს ევროპულობის ერთ-ერთ გარანტად. ავტორმა წიგნზე 2 წელი იმუშავა.