საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

14 ოქტომბერი 2025, 14:21 240 ნახვა

სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიდა განაწესის დარღვევისათვის „ტვ. პირველის“ და „ტვ. ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიდა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, ტვ. პირველის და ტვ. ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე