საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ამ დღეს ტრადიციულად მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
მიმდინარეობს სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, რეწვის ნიმუშების გამოფენა და მოეწყობა საბავშვო გასართობი კუთხეც.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.
14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე