ბათუმში, ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი ყურადღების ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ მოექცა. ბოტანიკური ბაღის ნაწილი იაპონური კამელიებით დღეს კიდევ ერთხელ საგანგებოდ მოირთო. ტრადიცია, რომელიც სამ წელს ითვლის არც წელს დარღვეულა. ღია ცის ქვეშ დღეს ერთდროულად ათეულობით სახეობის უნიკალურ კამელიებს მოუყარეს თავი.