ასი ათასობით არგენტინელი სტუდენტი გამოვიდა ბუენოს-აირესის ქუჩებში ანტისამთავრობო საპროტესტო მსვლელობით საჯარო უნივერსიტეტების ბიუჯეტის შემცირების გამო. ეს ყველაზე მასშტაბური პროტესტი იყო პრეზიდენტ ხავიერ მილეის მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ. მილეი, რომელიც ებრძვის მემკვიდრეობით მიღებულ ეკონომიკურ კრიზისს მთავრობის გადაჭარბებული ხარჯების შემდეგ, ცდილობს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას.
თუმცა ეს პროცესი მტკივნეულად აისახა საჯარო სექტორზე. არგენტინის საჯარო უნივერსიტეტები, როგორიცაა ბუენოს აირესის პრესტიჟული უნივერსიტეტი , დიდწილად დამოკიდებულია მთავრობის დაფინანსებაზე. ეს არის უფასო უნივერსიტეტი, სადაც ხუთი ნობელის პრემიის ლაურეატი და 17 პრეზიდენტი სწავლობდა.