კამელიების გამოფენა

25 მარტი 2017, 00:00 2131 ნახვა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დღეს კამელიების გამოფენა გაიმართება. ბაღის ზედა პარკში, პანორამულ გადასახედზე 70-მდე ჯიშის მოყვავილე  იაპონური კამელია და ბაღში გამოყვანილი  ჰიბრიდები გამოიფინება. ბაღში გაცილებით მეტი სახეობის კამელია ხარობს, თუმცა ამ დროისთვის 18 ჯიშის მთის კამელია არ ყვავილობს. კამელიების გამოფენა-გაყიდვა ბოტანიკურ ბაღში, წელს მესამედ იმართება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში