ქართველი მოსწავლეები ფრენბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ

21 აპრილი 2024, 10:04 510 ნახვა

ქართველი მოსწავლეები ფრენბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად სერბეთის დედაქალაქში - ბელგრადში გაემგზავრნენ. ბელგრადი ფრენბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატს 19 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით მასპინძლობს.

ჩემპიონატზე, ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის გოგონათა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები გამოვლენ.

ეს გუნდები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023 წლის სეზონის გამარჯვებულები არიან, რითაც მათ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის გოგონებს გერმანიის, იტალიისა და უგანდის გოგონათა გუნდები დაუპირსპირდებიან.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდის მეტოქეები კი ბულგარელი და უგანდელი თანატოლები იქნებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი