დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ვახტანგს გომელაურს მოუსმენს

19 აპრილი 2024, 09:58 378 ნახვა

პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა  მინისტრს მოუსმენენ.  ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით მივა. იგი პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დაიბარეს.

მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვებს თუ რას აკეთებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი