''უცხოური აგენტების შესახებ კანონის მოწინააღმდეგეები „სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“ - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ განაცხადა.
ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ.
ვოლოდინი ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ტექსტში ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეები საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.