აქციაზე ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ის ტერიტორიიდან გაიყვანეს

18 აპრილი 2024, 00:58 413 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ხალხი „ქართულ ოცნებას“ უკან დაახევინებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაჰყოლოდნენ.

ელისაშვილმა რამდენჯერმე სცადა პოლიციის კორდონის გარღვევა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი