''ქალთა სოციალურ ეკონომიკური ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ქედის მერიამ განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტის დაფინანსება 1000-დან 7 000 ლარამდე განისაზღვრა.
მოქალაქეს დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში მხოლოდ 20%-იანი თანამონაწილეობის ვალდებულება რჩება. კონკურსში მონაწილეობის უფლება ქედაში მცხოვრებ ყველა ქალს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფს აქვს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქედის " ქალთა ოთახში".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 24 მაისია. პროგრამა მესამე წელია ხორციელდება და მისი ბიუჯეტი წელს 45 000 ლარია.
პროგრამის მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.