მოუწესრიგებელი და რეგულაციის მიღმა დარჩენილი ავტო სამრეცხაოები ქობულეთში

10 აპრილი 2024, 14:10 567 ნახვა

ქობულეთში რუსთაველის გამზირზე მცხოვრებლები შესაბამის უწყებებს მოუწესრიგებელი და რეგულაციების გარეშე მოქმედი ავტოსამრეცხაოების შემოწმებისკენ მოუწოდებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ხშირად ღია გრუნტში იღვრება ავტომობილის ნარეცხი წყლები, ქიმიური სითხეები, რითაც გარემო ბინძურდება.

მოქალაქეები სამრეცხაოების ტერიტორიაზე ხმაურის ჩამხშობი, ან მარეგულირებელი მექანიზმის შემოღებასაც ითხოვენ. მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, მიმართვის შემთხვევაში ობიექტების მუშაობას შეამოწმებენ. ავტო სამრეცხაოების გახსნაზე იჯარა ქობულეთის მერიას აქვს გაცემული.

უწყებაში ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არსებობს სამრეცხაო ობიექტები მდებარეობს, მალე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, დაიწყება სპორტსკოლის მშენებლობა.

შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე არათავსებადი იქნება სამრეცხაო ობიექტების განლაგება.

რაც შეეხება ტერიტორიის დანაგვიანებას,  საკითხს მერიის შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი