ხანძარი  სოფელ  ბეღლეთში

23 მარტი 2017, 00:00 6146 ნახვა

ხანძარი ხულოში. სოფელ ბეღლეთში ლომიძეების ექვს წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძარმა სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები მთლიანად გაანადგურა. ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად  გაუმართავი ელექტროსისტემა სახელდება. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველოს ოთხი ბრიგადა მუშაობდა, რომელთა დახმარებით,  სახლთან ახლოს მდებარე დამხმარე ნაგებობისა და პირუტყვის გადარჩენა მოხერხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხის შენობა რამდენიმე წუთში დაიწვა. ხულოს  გამგებლის განცხადებით, დაზარალებულები სახელმწიფოსგან 10 ათასამდე ლარს მიიღებენ. ოჯახს სახლის ასაშენებლად მასალაც გადაეცემა. გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას  ან განადგურებას   გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში