მშენებლობაზე  მუშა დაიღუპა

22 მარტი 2017, 00:00 5988 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. თვითმხილველები ამბობენ, რომ  მამაკაცი მესამე სართულიდან ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით მუშას ხარაჩო ჩაუტყდა. მშენებელ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცულია. რა გახდა მუშობის დროს მამაკაცის დაღუპვის მიზეზი, გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით  აღიძრა, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს რომელმაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია .

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი