ქობულეთის ''შუქურას'' ბედი - განხილვა საკრებულოს სხდომაზე

28 მარტი 2024, 14:08 615 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვამდე  საკრებულოს თავმჯდომარემ საფეხბურთო ნაკრების მიღწევაზე ისაუბრა. 

"ეს იყო ერის ერთობა" - განაცხადა დავით მჭედლიშვილმა, სხდომათა დარბაზში მოწყობილ ეკრანზე  საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფოტო არქივიც უჩვენეს.

სხდომაზე ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე იყო მიწვეული, რომელმაც ნაკრების მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქობულეთის საფეხბურთო კლუბ "შუქურასაც" სჭირდება დახმარება. ჩელებაძემ აღნიშნა, რომ „შუქურა“ ფაქტობრივად დაშლის პირასაა. მან ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ქობულეთში სპორტულ კლუბ "ჩელეს" შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ფეხბურთით დაინტერესებულ ბავშვებზე, რომლებსაც ალტერნატიული სავარჯიშო სივრცე ექნებათ ქალაქში.

ქობულეთის მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ საკითხზე მერია უკვე მუშაობს. 

დავით ვერულიძემ აღნიშნა, რომ საფეხბურთო კლუბ შუქურას ირგვლივ სამართლებრივი დავა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად ისინი ალტერნატიული გზების ძიებას განაგრძობენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში