ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა - ვლადიმირ ვაისი

28 მარტი 2024, 13:25 581 ნახვა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მიულოცა.

"საბერძნეთთან თამაშს უყურე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ფანტასტიკური შედეგია! მათ დიდებული მწვრთნელი ჰყავთ და ჩემს შემდეგ დიდი სამუშაოც გასწიეს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი განვითარდა და ამაში წვლილი საოცარმა ქომაგებმაც შეიტანეს. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს და ცხადია, მეც გახარებული ვარ. ახლანდელ საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ჰყავთ დიდებული მეკარე და ჯამშიც კარგი გუნდია.

სამწუხაროდ, 4 წლის წინ, ფლეი ოფში ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ვერ მოვახერხეთ და ბედნიერი ვარ, რომ ამჯერად ისტორია არ განმეორდა. ბერძნებთან ფსიქოლოგიურად ძალიან რთული მატჩი იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და მეც ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 2016-2020 წლებში იყო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში