საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ სუპერლიგის მორიგ ტურში სტუმრად „ივერიონს“ დაუპირისპირდა და 73:66 დაამარცხა.
ბათუმელებს ლუკა კალატოზიშვილმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. სტუმართაგან კარგი მატჩი ჰქონდა ასევე ვახტანგ ქადარიას, რომელიც 14 ქულით გამოირჩა. მასპინძლებისგან კი 15 ქულით საუკეთესო კვენტინ ჰარდრიქტი იყო.
ამ დროისთვის „ბათუმი“ სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბუბას ბერიშვილის გუნდი 31 მარტს სტუმრად თბილისის „გაუს“ წინააღმადეგ გამართავს.