დანაგვიანებული მდინარე კინტრიშის სანაპირო ზოლი - ეკოლოგიური საფრთხე

26 მარტი 2024, 14:08 800 ნახვა

ნარჩენებით დანაგვიანებული და მოუწესრიგებელი მდინარე კინტრიშის სანაპირო ზოლი.  ირკვევა,  რომ სოფელ ნაკაიძეეების  მცხოვრებლებს წლებია აწუხებთ  პრობლემა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენს ხშირად  ყრიან    კერძო პირები, რომლებსაც ნარჩენები  ქალაქიდან მიაქვთ.  

ტერიტორიაზე ღია  გრუნტში დაყრილია დამპალი ციტრუსი, სამშენებლო მასალისთვის გამოუსადეგარი ინვენტარი და  შპრიცები. მოსახლეობა ამბობს, რომ  ნარჩენები პირდაპირ მდინარეში ხვდება, რომელიც საფრთხეს ქმნის, ისინი ქობულეთის მერიას მიმართავენ საკითხით დაინტერესდეს. მოსახლეობა ტერიტორიის დასუფთავებას და ადგილზე ვიდეო კამერების მონტაჟს ითხოვს, რომ  უზრუნველყოფილი  იყოს მონიტორინგი და  დადგინდეს ვინ არღვევს კანონს.

ამასთან ითხოვენ ეკოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილებასაც, რაზეც  მიაჩნიათ,  რომ  რეაგირება უნდა ჰქონდეს გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც, რადგან მოსახლეობის თქმით, დაბინძურებული  მონაკვეთი კინტრიშის დაცულ  ტერიტორიას ეკუთვნის. 

სააგენტოში გვეუბნებიან, რომ მოკვლევას დაიწყებენ, შეაგროვებენ დოკუმენტაციას, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერიას გადასცემენ. მერიაში კი სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, წერილობითი ფორმით კი განმარტეს, რომ შესაბამისი სამსახური ტერიტორიას უმოკლეს ვადაში დაასუფთავებს, რომ ასევე იფიქრებენ კამარების მონტაჟზეც, თუმცა კონკრეტული ვადები ხაზგასმული არ არის.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი