აქცია კვირიკეში მიწების დაბრუნების მოთხოვნით

24 მარტი 2024, 14:08 429 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრები ათამდე ოჯახი სასოფლო სამეურნეო მიწების დაბრუნებას ითხოვს. ამ მიზნით სოფელში აქცია გაიმართა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მამაპაპისეულ მიწებს  წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, თუმცა შარშან სასოფლო სამეურნეო ვაუჩერი ვერ მიიღეს, მიზეზად კი საკუთრების არ ქონა დასახელდა. მათივე მტკიცებით, ტერიტორია, წლების წინ, კერძო პირზე  უნებართვოდ, 1 ლარად გასხვისდა.

მოსახლეობის ნაწილი ირწმუნება, რომ რამდენიმე ოჯახს სასოფლო დანიშნულების მიწის ფართობის რეგისტრაციაც ჰქონდა, თუმცა ჩამოერთვათ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში