“დინამო” ბათუმმა ამხანაგურ შეხვედრაში ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა

23 მარტი 2024, 22:04 613 ნახვა

ეროვნული ლიგის გუნდებმა „დინამო“ ბათუმმა და ფოთის „კოლხეთმა“   სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.

ბათუმში ფედერაციის ბაზაზე გამართული შეხვედრა  ანდრეი დემჩენკოს გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. 

პირველი ნახევარი სტუმრებმა კლიმოვის გატანილი გოლით მინიმალური სხვაობით მოიგეს. თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. შეხვედრაში წონასწორობა 82-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გუნდის ახალწვეულმა ლევან კუტალიამ გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე ასევე თერთმეტმეტრიანი დარტყმით პაატა ღუდუშაურმა გაიტანა. 

შეგახსენებთ, რომ „დინამო“ ბათუმი ეროვნულ ლიგაში თავის შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ 29 მარტს შინ ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს, ხოლო ფოთის „კოლხეთი“ ამავე დღეს „თელავს“ უმასპინძლებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში