დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კარლო გუგუშვილის სახელობის ტრადიციული, რესპუბლიკური ტურნირი.
შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში, - 11, 13 და 15 წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის ტარდება. აჭარის ნაკრები ბათუმის გარდა, ხულოსა და ქედის სპორტსმენებითაა წარმოდგენილი.
საერთო ჯამში ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
აპრილში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც გამარჯვებულებისა და პრიზიორებისგან ქვეყნის ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.