სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა

23 მარტი 2024, 17:50 769 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა. ირაკლი ნინიძის გუნდი რაგბი დიდი 10-ის ბოლო ტურის შეხვედრაში სტუმრად მოქმედ ჩემპიონს რუსთავის „ხარებს“ დაუპირისპირდა და 24:18 დაამარცხა. შავიზღვისპირელებმა შეხვედრაში საერთოდ ჯამში მეტოქეს 3 ლელო დაუდეს. გატანილი ლელოთი თავი, ვაჟა თაგაურმა, გიორგი თხილაიშვილმა და აუსტინ პრინსმა გამოიჩინეს, ხოლო სამივე ლელო ზუსტად მამუკა ნინიძემ გარდასახა.

გარდა ამისა, ბათუმელთა მგეზავი გუნდს ერთი ზუსტად შესრულებული ჯარიმითაც დაეხმარა. მასპინძლებისგან კი ლელოს გატანა ვაჟა ხუციშვილიმა და ვახტანგ ქვათაძემ მოახერხეს. ორი ლელოდან ერთი ზუსტად გიორგი ელოშვილმა გარდასახა, ხოლო ორი ჯარიმა ზუსტად გიორგი პეტრიაშვილმა შეასრულა.

ამრიგად სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ ამ გამარჯვებით რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 53 ქულა დააგროვა, მესამე ადგილი დაიკავა და პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა რუსთავის ხარებმა 44 ქულით, საატურნირო ცხრილში 7-ე ადგილი დაიკავა და პლეიოფის მიღმა აღმოჩნდა.

ბათუმელები მომდევნო შეხვედრას მესამედ ფინალში შინ ბოლნისის „ყოჩებთან“ გამართავენ. მატჩის ჩატარების ზუსტი თარიღი კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი