მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა.
საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ტროას ნაკვალევი 24“ მიზნად ისახავდა მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას.