შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან

15 მარტი 2024, 14:04 365 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობასა და ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი