ოკუპანტის შეტევა უკრაინაზე

10 მარტი 2024, 10:08 386 ნახვა

ოკუპანტი უკრაინაზე შეტევას განაგრძობს. იერიშს გასულ ღამეს დონეცკის ოლქში 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 4. შემთხვევის შედეგად 3 მრავალსართულიანი კორპუსი დაზიანდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის მიერ გაშვებული „შაჰედის“ ტიპის 39 დრონიდან 35 ჩამოაგდეს. ოკუპანტებმა ასევე გამოიყენეს S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა, რომელიც ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში გაუშვეს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღეს ქვეყნის თავდაცვამ ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით მტრის 43 თავდასხმა მოიგერია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი