საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ სუპერლიგის მორიგ ტურში სტუმრად ტყიბულს „ორბს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 96:81 დაამარცხა.
ბათუმელებს 27 ქულითა და 8 მოხსნით მაკოლ მევიენმა ულიდერა. სტუმართაგან კარგი მატჩი ჰქონდა ასევე ლუკა კალატოზიშვილს, რომელიც 23 ქულით, 7 მოხსნითა და 3 გადაცემით გამოირჩა. მასპინძლებისგან კი საუკეთესო 24 ქულით, კენი კუპერი იყო.
ამ დროისთვის „ბათუმი“ სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 16 მარტს შინ „ქუთაისის“ წინააღმდეგ გამართავს.