სარაგბო კლუბი "ბათუმი" "ლელო სარასენსთან" დამარცხდა

01 მარტი 2024, 17:08 753 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მე-16 ტურში გათამაშების ლიდერს „ლელო სარასენს“ უმასპინძლა და 12:22 დამარცხდა.

ბათუმელებმა შეხვედრაში ორი ლელოს დადება შეძლეს. გატანილი ლელოთი თავი, ლაშა ფოფხაძემ და თორნიკე გაბელიამ გამოიჩინეს, ხოლო ერთი გარდასახვა ზუსტად მამუკა ნინიძემ შეასრულა.

სტუმრებმა კი საპასუხოდ მასპინძლებს 3 ლელო დაუდეს. ლელოების დუბლით დავით აბდუშელიშვილი გამოირჩა, ერთი ლელოს გატანა კი სანდრომ ქოიავამ მოახერხა, ხოლო 2 ზუსტად შესრულებული გარდასახვითა და ერთი ჯარიმით გუნდს ირაკლი ყაიასაშვილი დაეხმარა.

ამ დროისთვის „ბათუმი“ რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ირაკლი ნინიძის გუნდი 8 მარტს შინ ოზურგეთის „არწივების“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი