ფონდ „ჰერითიჯის“ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია - შალვა პაპუაშვილი

29 თებერვალი 2024, 10:15 407 ნახვა

შალვა პაპუაშვილი - საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ევროპაში,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ევროპაში.

როგორც პაპუაშვილი წერს, ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და „მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა.

"ამ რეიტინგით საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატო-ს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.

შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა.

აღნიშნული რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის და გაფლანგვის სიმცირე“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი