საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2022-30 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და ქართული მხარის ძალისხმევაზე, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის უფლებების დაცვის მიმართულებით.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზეც.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, უმაღლეს კომისრებთან და კოლეგა მინისტრებთან.