უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს

26 თებერვალი 2024, 21:20 366 ნახვა

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა.

უნგრეთი ნატო-ს 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.

24 თებერვალს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი შვედი კოლეგის ბუდაპეშტში ვიზიტმა აღადგინა ნდობა და გზა გაუხსნა უნგრეთის პარლამენტს, რათა ორშაბათს კენჭი უყაროს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირებას.

„ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის, გავწიროთ სიცოცხლე ერთმანეთისთვის“, - განაცხადა ორბანმა ბუდაპეშტში შვედ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"დღევანდელი შეხვედრა ხანგრძლივი პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ ხანგრძლივ პროცესს ასევე შეიძლება ვუწოდოთ ნდობის აღდგენის პროცესი", - აღნიშნა მან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი