ბრაზილიის ექს-პრზიდენტმა სან-პაულუში ასობით ათასი მხარდამჭერი შეკრიბა  

26 თებერვალი 2024, 09:50 420 ნახვა

ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა   პოლიტიკური ძლიერების დემონსტრირების მიზნით  ათასობით მხარდამჭერი  სან პაულოს პაულისტას გამზირზე შეკრიბა. ბრაზილიის ექს-პრეზიდენტის   წინააღმდეგ  გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც შესაძლოა  მისი დაპატიმრებით დასრულდეს. 

ულტრამემარჯვენე ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდამჭერები მას შემდეგ შეკრიბა,  რაც ამ თვის დასაწყისში სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო პოლიციის რეიდის სამიზნე გახდა.   

ბოლსონარო წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და 8 იანვრის ამბოხებაში მონაწილეების ციხეებიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი