პუტინის ომი უკრაინაში

25 თებერვალი 2024, 20:04 386 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. გასულ ღამეს კონსანტინოვკის დაბომბვის შედეგად რკინიგზის სადგურის შენობა ჩამოინგრა. არიან დაშავებულები.

1 ადამიანი დაიღუპა ხერსონში, ბერისლავის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად.

ოკუპანტი კვლავ იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მტრის მიერ გაშვებული 18 მათგანიდან  16 ჩამოაგდეს. 

გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, მიკოლაევის ოლქში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის კოლონას რუსული უპილოტო თვითმფრინავი აედევნა. საფრთხის გამო ანალენა ბერბოკის ვიზიტი შეწყდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი