ბრაზილიამ, რომელიც დიდი ოცეულის ქვეყნების ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს, გაერო და სხვა მრავალეროვნული ორგანიზაციები დაადანაშაულა იმაში, რომ მათ ვერ შეძლეს ომებისა და კონფლიქტების შეჩერება.
დიდი ოცეულის შეხვედრის მონაწილეებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, დაიწყეს მსოფლიოში მიმდინარე დაძაბულობის დაძლევის, კლიმატის ცვლილების შეკავებისა და სიღარიბის შემცირების შესახებ საკითხების განხილვა.
თუმცა, რაც შეეხება რუსეთს-უკრაინის და ღაზაში ომებს, დიპლომატები არ არიან ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ მათი წინადადებები დაპირიპირებული მხარეებისთვის მისაღები იქნება.