ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა. კლდიდან მიწის მასა და ქვის ლოდები ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებული იყო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.