ეიფელის კოშკი თანამშრომელთა გაფიცვის გამო დამთვალიერებლებისთვის დაიკეტა

20 თებერვალი 2024, 11:01 493 ნახვა
00:00
00:00

პარიზის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა  ეიფელის კოშკი თანამსრომლების გაფიცვის გამო დაიხურა საზოგადოებისთვის. გაფიცულები პარიზის მერიის ფინანსური მენეჯმენტის გადახედვას მოითხოვენ. კოშკის წინ ტურისტები იმედგაცრუებული იდგნენ  გიგანტური ეკრანის წინ, რომელიც  თანამშრომელთა გაფიცვის შესახებ იუწყებოდა.   

პროფკავშირის წევრები ამბობენ, რომ მერიას, რომელიც ფლობს ეიფელის კოშკის ოპერატორი კომპანიის „სეტის“ კაპიტალის 99%-ს, პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ  ძეგლზე დაგეგმილი სამუშაოების ღირებულება სათანადოდ არ აქვს შეფასებული. 

მათი თქმით, ეს გამოიწვევს ვიზიტორთა საზიანოდ ტექნიკური მომსახურების  შეფერხებას და გაზრდის თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვას. 

ეიფელის კოშკი, საფრანგეთის დედაქალაქსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძეგლია, ყოველწლიურად მას  ექვს მილიონამდე დამთვალიერებელი ჰყავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი