საფრანგეთში ლითიუმის ბატარეების გადამუშავების საწარმო იწვის

19 თებერვალი 2024, 14:13 519 ნახვა

საფრანგეთის სამხრეთში ბატარეების უტილიზაციის  ქარხანაში 900 ტონა ლითიუმის ბატარეა იწვის, რის შედეგად ქარხნის ტერიტორიის თავზე სქელი შავი კვამლის ღრუბელი გაჩნდა. ხანძარი შაბათს  ტულუზის ჩრდილოეთით ვივიეზში  მდებარე საწყობში გაჩნდა.

ლითიუმის ბატარეები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ელექტრო მოწყობილობებისთვის- დაწყებული ტელეფონებიდან და ელექტრომობილებით დამთავრებული, თუმცა შეიცავს აალებად მასალებს, რომლებიც მასში აკუმულირებულ   ენერგიასთან ერთად სიცხის ზემოქმედებისას  ცეცხლსაშიში ხდება. ლითიუმის წვისას ტოქსიკურ მასალებს გამოჰყოფს.

პრეფექტურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი კონტროლს ექვემდებარება, ის ნელა იწვის და მოსალოდნელია, რომ რამდენიმე საათი გაგრძელდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი