უნგრეთის დედაქალაქში მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. უცხოური მედიის ცნობით, ბუდაპეშტის ცენტრში უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებს ხელში უნგრეთისა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ.
დემონსტრაციის გამართვის მიზეზი იყო სკანდალი, რომელშიც უნგრეთის მთავრობა მას შემდეგ გაეხვია, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე მსჯავრდებული შეიწყალა.
მომხდარის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ხოლო, უნგრეთის იუსტიციის მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.