რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ძებნილთა სიაში შეიყვანა. რუსეთის ხელისუფლება ესტონეთის პრემიერ-მინისტრის გარდა ესტონეთის სახელმწიფო მდივანს, ლიეტუვის კულტურის მინისტრსა და ლატვიის სეიმის წევრებს ეძებს.
მოსკოვში ამის მიზეზად საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურება სახელდება. კალასის და პეტერკოპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე უცხო სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის წინააღმდეგ აღძრა.