ლაშა ტალახაძე 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს 

13 თებერვალი 2024, 10:01 325 ნახვა

ლაშა ტალახაძე  2023   წლის საუკეთესო ძალოსნად ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა დაასახელეს. ტალახაძემ 2023 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგება მეშვიდედ შეძლო.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, სადაც დღეიდან ასპარეზობაში ქართველი ძალოსნები ჩაერთვებიან.

შეჯიბრების პირველ დღეს 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში რამინ შამილიშვილი და გოდერძი ბერდელიძე გამოვლენ, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი შოთა მიშველიძე იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში