თავდაცვის მინისტრის და აშშ-ის ელჩის შეხვედრა

12 თებერვალი 2024, 14:11 382 ნახვა

ირაკლი ჩიქოვანი რობინ დანიგანს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორ შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში